ხვალ ერდოღანისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი შედგება

21:14, 23.01.2018

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის ხვალ სატელეფონო საუბარი გაიმართება – ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ადასტურებს.

მინისტრი არ აკონკრეტებს, რა თემებზე ისაუბრებენ ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტები, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, განხილვის მთავარი თემა თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთით დაწყებული ოპერაცია იქნება.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვრიდან მიმდინარეობს.

მსგავსი