ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი
ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ასევე, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.