ხუთი თვის განმავლობაში იჯარის გადასახადისგან ბათუმის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული 1 400-ზე მეტი მოვაჭრე გათავისუფლდება
ხუთი თვის განმავლობაში იჯარის გადასახადისგან ბათუმის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული 1 400-ზე მეტი მოვაჭრე გათავისუფლდება

აჭარის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით. იჯარის გადასახადისგან ხუთი თვის ვადით ბათუმის ცენტრალური, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ 1 400-ზე მეტი მოვაჭრე გათავისუფლდა.

გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა. თორნიკე რიჟვაძე დღეს მოვაჭრეებს შეხვდა. მისი განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისთან და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოქალაქეების დახმარება.

„ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათმა მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა, გაავრცელონ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო, გავზარდოთ გადასახადები. გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.