ხუთი კიმი სამხრეთ კორეის დაცვაში - ურუგვაიმ აზიელებს ვერაფერი დააკლო #1TVSPORT
ხუთი კიმი სამხრეთ კორეის დაცვაში - ურუგვაიმ აზიელებს ვერაფერი დააკლო #1TVSPORT

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე H ჯგუფის მატჩები ურუგვაისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებით გაიხსნა. შემადგენლობის გათვალისწინებით, ფავორიტი ურუგვაი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აზიელებმა პირველივე წუთებიდან დაგვანახეს, რომ კატარში ტურისტებად არ ჩასულან — ურუგვაისთან თანაბარი თამაში გააჩაღეს.

ეს ის კორეაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მატჩი გერმანიასთან (2018) ჰქონდა ჩატარებული და 2:0 მოგებული.

თამაშის ხასიათის გათვალისწინებით, ლოგიკური შედეგი ფრე იყო. საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა – 0:0.

 

გოდინი, სუარესი, ვალვერდე, კავანი… ურუგვაის მთავარი პლუსი მაღალი კლასი და გამოცდილებაა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ბევრ გუნდს სჯობს. სამხრეთ კორეამ კი თავი ძალიან ორგანიზებული თამაშით დაგვამახსოვრა. განსაკუთრებით, დაცვაში, სადაც ხუთ კაცს ერთი სახელი აქვს – კიმი:

პირველ უგოლო ტაიმს გუნდებმა მეორეც მიაყოლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა. თუმცა ეს არ იყო მოსაწყენი უგოლო მატჩი, როგორც სამხრეთ კორეას ჰქონდა გასატანი, ასევე ურუგვაის.

ამ მატჩმა როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ქომაგები დაარწმუნა, რომ ჯგუფიდან გასვლა ორივესთვის რეალურია.

H ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 17:00 ურუგვაი-სამხრეთ კორეა 0:0
I ტური 24.11.2022 20:00 პორტუგალია-განა :
II ტური 28.11.2022 17:00 სამხრეთ კორეა-განა :
II ტური 28.11.2022 23:00 პორტუგალია-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 განა-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 სამხრეთ კორეა-პორტუგალია :

 

H ჯგუფი
1 ურუგვაი 1 0 1 0 0-0 1
2 სამხრეთ კორეა 1 0 1 0 0-0 1
3 პორტუგალია 0 0 0 0 0-0 0
4 განა 0 0 0 0 0-0 0