ხუთ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა 
ხუთ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა 

ხუთ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მათ შორისაა სკოლა და ნავთობსადენის გადასატუმბი შუალედური სადგური.

ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ნიკოლოზ ანთიძის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელი ობიექტებია:

1. №1 საჯარო სკოლა ქ. ზესტაფონში, რომელიც XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული;
2. დარბაზული ეკლესია – მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში, თარიღდება განვითარებული შუასაუკუნეებით
3. ყორჩიბაშიშვილების ციხე-გალავანი, მდებარეობს ქ. თელავში, აგებულია XVIII საუკუნეში
4. დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი,მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ყვავილი აგებულია XIXსაუკუნეში
5. ბაქო– ბათუმის ნავთობსადენის გადასატუმბი შუალედური სადგური. მდებარეობა მცხეთის მუნიციპალიტეტი,ქ. მცხეთა,არმაზის ქ. №2 აშენებულია 1903 წელს
„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 მაისს გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი