ხულოში, სოფელ წაბლანასა და წაბლიანაში ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
ხულოში, სოფელ წაბლანასა და წაბლიანაში ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ხულოში სოფელ წაბლანასა და წაბლიანაში ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ბოიკოტის მიზეზი მათი განცხადებით ის გახდა, რომ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ბათუმში ბინები აუშენეს, მაგრამ მათი კეთილმოწყობა არ განხორციელდა.

„ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს ბინები, მაგრამ დაუსრულებელი. ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ, უკიდურეს ფორმას მივმართეთ, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“,  – აცხადებენ სოფელ წაბლანაში მცხოვრებლები.

მოქალაქეების განცხადებით, ნაწილი საარჩევნო უბანზე იმიტომ გამოცხადდა, რომ აღნიშნული პროტესტი გამოეხატა.