ხულოში, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს
ხულოში, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ტყეში ადგილობრივებმა 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის გარდაცვალების გარემოებების შესახებ ამ ეტაპზე, არაფერია ცნობილი. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.