ხულოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ხულოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხულოში, სოფელ წაბლანაში აქცია მიმდინარეობს. სტიქიით დაზარალებული ოჯახები მათთვის ბათუმში გადაცემული ბინების გარემონტებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათივე საცხოვრებელ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცათ.

აქციის მონაწილეები ასევე სოფელში სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სხალთაში ჰესის აშენების შემდეგ წყაროები დაშრა.

შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ ხულოს მერი გამოეხმაურა. ვახტანგ ბერიძის თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას ბინები გადაეცა და სხვა სახის დახმარება გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება სასმელ წყალს, მისი განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები გათვალისწინებულია.