ხულოში მეწყერი ჩამოწვა

11:30, 11.03.2020

ხულოში, ღორჯომის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ოთხი სოფლის – ვანაძეების, მეკეიძეების, ვაშაყმაძეებისა და მეხელაშვილების ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო და გზა დღის ბოლომდე გაიხსნება, მანამდე კი, სოფლები ალტერნატიული გზებით ისარგებლებენ.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, ცალკეულ ოჯახებს მეწყერი ამ დროისთვის საფრთხეს არ უქმნის.

მსგავსი