ხულოში მეწყერი ჩამოწვა
ხულოში მეწყერი ჩამოწვა

ხულოში მეწყერი ჩამოწვა. ხიხაძირი-თხილვანას დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო მოძრაობა სრულად ჩაკეტა და ხეობის რამდენიმე სოფელთან მოძრაობა შეწყვეტილია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უცნობია საგზაო მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო.

„გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს ხუთი ერთეული ტექნიკა. უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაო პროცესი და მოხდება გზის გახსნა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი