ხულოში ხიხაძირის ხეობის 160-მდე ოჯახს ფქვილი და სხვა პროდუქტები გადაეცა
ხულოში ხიხაძირის ხეობის 160-მდე ოჯახს ფქვილი და სხვა პროდუქტები გადაეცა

საგანგებო მდგომარეობის პირობებში აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტებით დახმარების პროგრამა გრძელდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხულოში ხიხაძირის ხეობის 160-მდე ოჯახს ხორბლის ფქვილი და სხვა პროდუქტი გადასცა. პროდუქტების შეძენას მოსახლეობისთვის სოციალური პასუხისმგებლობის აქციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.

„მადლობა მხარდაჭერისთვის ყველა მოქალაქეს და კომპანიას, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დროს იჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. გვინდა მივმართოთ მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობასა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ეტაპობრივად ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.