ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.

მძიმე ტექნიკით იგი ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა.

ტრაქტორი ხევში გადაიჩეხა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექსვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი