ხულოში ავტომანქანა ხევში გადავარდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი

19:25, 07.01.2020

ხულოში, ღორჯომის თემში ახალგაზრდა მამაკაცი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა.

ავარიის შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი