ხულოში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს
ხულოში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, მას თავს 50 წლამდე მამაკაცი დაესხა. ქალი მრავლობითი ჭრილობით ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.