ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის შედეგად ​საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა და დამხმარე ნაგებობაზეც გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ხის ნაგებობაზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე ხულოს მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ქირით გადაიყვანენ, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალის შესწავლის შემდეგ კი, შესაბამის დახმარებას გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საცხოვრებლის განადგურების შემთხვევაში, დაზარალებულ თითოეულ ოჯახზე დახმარებისთვის აჭარის ბიუჯეტში 15 ათასი ლარია გათვალისწინებული.