ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები კლინიკაში, მათთან კავშირში მყოფი პირები კი, იზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ხულოს მერია განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერია მუშაობას განაგრძობს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან.

ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე“, – ნათქვამია ხულოს მერიის განცხადებაში.