ხულო -ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერის გამო შვიდი სოფელი და კურორტი გოდერძი გარესამყაროს მოწყვეტილია
ხულო -ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერის გამო შვიდი სოფელი და კურორტი გოდერძი გარესამყაროს მოწყვეტილია

მეწყერი ჩამოწვა ხულო -ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სოფელ დიოკნისთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა მთლიანად ჩაკეტა, რის გამოც ხულოს შვიდი სოფელი და კურორტი გოდერძი გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

“სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობს, ველოდებით გეოლოგებსაც. გზის ნაწილი მთლიანად ჩამოშლილია, დაზიანებული მონაკვეთის პარალელურად ვაპირებთ შემოვლითი გზის გაწმენდასაც, რათა დღის მეორე ნახევრისთვის მოძრაობა აღდგეს ორხიდიანი მანქანებით მაინც. თუ განსაკუთრებულ გეოლოგიურ პრობლემასთან არ გ აქვს საქმე,  ვფიქრობ, დღის განმავლობაში შევძლებთ გზის გაწმენდას”, – განაცხადა პირველ არხთან ხულოს მერმა გოჩა მელაძემ.

მეწყრული პროცესები ხულოში რამდენიმე დღიანმა წვიმამ გამოიწვია.