ხულიან ალვარესი – მესიმ ჩვენი ცხოვრება შეცვალა #1TVSPORT

22:45, 24.06.2026

არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ფოტო გამოაქვეყნა და მესისადმი მიწერილი წერილი დაურთო. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა 39 წლის გახდა.

„მას, ვინც ჩვენი ცხოვრება შეცვალა, ვინც დაუვიწყარი მომენტები გვაჩუქა, ვინც ოცნებების შესაძლებლობა დაგვაჯერა… საუკეთესო ის იყო, რომ ეს არა მხოლოდ შენთან ერთად გვენახა, არამედ შენთან ერთად განგვეცადა გილოცავ დაბადების დღეს კაპიტანო, გვიყვარხარ. უზომოდ ბედნიერი იყავი“.

2026 წლის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამჟამად მას ტურნირზე 18 გოლი აქვს გატანილი, ორით მეტი, ვიდრე გერმანიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, მიროსლავ კლოზეს და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს, რომელთა ანგარიშზეც 16-16 გოლია.

მსგავსი