თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია 
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია 

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი გ.ა., რომელიც სახლში ქირით ცხოვრობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ხანძრის შედეგად სულ დამწვარია, 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

ადგილზე იმყოფებიან ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ შემთხვევას.