ხუან რომან რიკელმე, შესაძლოა, ფეხბურთში დაბრუნდეს
ხუან რომან რიკელმე, შესაძლოა, ფეხბურთში დაბრუნდეს

არგენტინული გრანდის „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა ხორხე ამეალმა განაცხადა, რომ გეგმავს პროფესიულ ფეხბურთში ხუან რომან რიკელმეს დაბრუნებას.

42 წლის რიკელმემ კარიერა 2015 წელს „არგენტინოს ხუნიორსის“ შემადგენლობაში დაასრულა, ახლა კი „ბოკა ხუნიორსისვ მეორე ვიცე-პრეზიდენტია.

„მე ეს სიგიჟედ სრულად არ მიმაჩნია. ოდესმე გინახავთ, რომ მას ცუდად ეთამაშოს? მე არ მინახავს. „ესტუდიანტესში” ლაპარაკობენ ხუან სებასტიან ვერონზე. ჩვენ რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ რომანზე? მინდა, რომ მან ოფიციალურ მატჩში ითამაშოს. გულშემატკივრებს მისი მინდორზე ხილვა სურთ. მე მასთან მილაპარაკია გამოსათხოვარ მატჩზე“, – თქვა ამეალმა.

რიკელმე „ბოკა ხუნიორსში“ 1996-2002 და 2007–2014 წლებში თამაშობდა. ამ კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი და სამჯერ – ლიბერტადორესის თასი.