აშშ-ის ღია პირველობის 2009 წლის ჩემპიონი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაშორდა მოდელ სოფია ხიმენესს, რომელსაც ორი წელი ხვდებოდა. მათი რომანი 2018 წელს დაიწყო. ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ხიმენესმა არგენტინის ტელევიზიაში ერთ-ერთი შოუს დროს გამოაცხადა.
„მე და ხუანი ერთმანეთს დავშორდით. ეს სიმართლეა. კარანტინი ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას, ყველგან სრული გაურკვევლობაა. მე და მას მანამდეც უცნაური პერიოდი გვქონდა და დღეს მივხვდით, რომ ერთმანეთის მიმართ არაფერს ვგრძნობთ. ჩვენ ერთად წელიწადზე მეტი ვიყავით, მაგრამ შემდეგ დედასთან ვცხოვრობდი. მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო. დღეს ერთმანეთს არც კი ვწერთ“, – განაცხადა ხიმენესმა.