ხუან კარლოს ნავარომ კარიერა დაასრულა
ხუან კარლოს ნავარომ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა ხუან კარლოს ნავარომ ოფიციალურად დაასრულა კარიერა, – იტყობინება „ბარსელონას“ პრესსამსახური. მომავალი სეზონიდან, ნავარო კატალონიური კლუბის სტრუქტურაში იმუშავებს.

მცველმა 20 წელს გაატარა „ბარსელონაში“, რომლის რიგებშიც რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ესპანეთის თასი, ორჯერ ევროლიგა და ერთხელ კორაჩის თასი.

ესპანელმა ერთი სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაატარა – 2007-08 წლებში „მემფისის“ შემადგენლობაში 82 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 10.1 ქულა დააგროვა.

ესპანეთის ნაკრებში მან 253 მატჩი ჩაატარა. ექვსი მედალი მოიგო ევროპის ჩემპიონატზე, აქედან ორი – ოქროსი, ერთხელ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ორი ვერცხლი აიღო ოლიმპიადებზე.

38 წლის ნავარომ კარიერაში სულ 1451 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17002 ქულა დააგროვა.