ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს
ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ასამბლეამ მიიღო, რომელიც ნიკოლას მადუროს მიერ კონტროლირებადია.

დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ხუან გუაიდოს დაპატიმრება ელის. მის წინააღმდეგ ვენესუელაში ორი გამოძიება მიმდინარეობს. თავად გუაიდო შიშობს, რომ ნიკოლას მადუროს აგენტები მის მოტაცებას შეეცდებიან.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი უკვე ორი თვეა, გრძელდება. 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციების დაწყებიდან მალევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა გუადოს ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებადლ აღიარებს. მათ შორისა არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და საქართველოც.