„ვაშინგტონ პოსტი“ - ხუან გუაიდომ ვენესუელაში აშშ-ის სახმედრო ძალის გამოყენება დაუშვა
„ვაშინგტონ პოსტი“ - ხუან გუაიდომ ვენესუელაში აშშ-ის სახმედრო ძალის გამოყენება დაუშვა

ხუან გუაიდომ ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა აღიარა, რომ ნიკოლას მადუროს გადასაყენებლად მას ადგილობრივი სამხედროების მხარდაჭერა არ ყოფნის. მისივე თქმით, მზად არის, აშშ-ის სამხედრო ჩარევის ვარიანტი ვენესუელიას პარლამენტის სხდომზე განიხილოს. გუაიდოს მოსაზრებით, ვაშინგტონის ჩარევა ვენესუელაში კრიზისი გადაჭრაზე დადებით გავლენას მოახდენს.

ვენესუელაში სიტუაცია იანვრის შემდეგ დაძაბულია. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ხუან გუადიომ, თავი ვენესეულას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. მას შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება. ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომაც აღიარეს.