ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს მმართველობის დასასრულებლად „ოპერაცია თავისუფლების“ დაწყებას გეგმავს
ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს მმართველობის დასასრულებლად „ოპერაცია თავისუფლების“ დაწყებას გეგმავს

ვენესუელას პარლამენტის სპიკერი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს მმართველობის დასასრულებლად, 6 აპრილს „ოპერაცია თავისუფლების“ დაწყებას გეგმავს.

გუაიდომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ 6 აპრილს პირველი ტაქტიკური მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და უკვე ფორმირებული თავისუფლების კომიტეტების საშუალებით მოსახლეობა ორგანიზებული უნდა იყოს.

ხუან გუაიდოს განცხადებით, გეგმის მთავარი მიზანი ხელისუფლების უზურპაციის დასრულებაა.

21 იანვრის შემდეგ, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართება. 22 იანვარს, ვენესუელას პარლამენტის სპიკერმა და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.