ხუან გუაიდო - მზად ვარ, ჩემი ქვეყნის მომავლისთვის სიცოცხლე გავწირო
ხუან გუაიდო - მზად ვარ, ჩემი ქვეყნის მომავლისთვის სიცოცხლე გავწირო

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუადიოს თქმით, მზად არის, ქვეყნის მომავლისთვის სიცოცხლე გაწიროს. ეს განცხადება გუადიომ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„მე არ ვღელავ ჩემს სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე. სიცოცხლეს ხალხის სამსახურს მივუძღვნი. ჩვენ ვიცით რისკები. ყველაზე მეტად მეშინია, რომ ვენესუელაში არსებული სიტუაცია, ნორმად იქცეს”, – განაცხადა გუაიდომ.

მისივე თქმით, ნიკოლას მადუროს გადაყენება მხოლოდ დროის საკითხია.

„ვენესუელის მომავალი გარანტირებულია, მადურო კი დღითიდღე უფრო იზოლირებულია“, – განაცხადა ვენესეულელმა ოპოზიციონერმა.

ამავე ინტერვიუში, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამოქალაქო ომი არ დაიწყება, რადგან მისი მოსაზრებით, ვენესუელას მოქალაქეები მადუროსთვის სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებენ.

მისივე თქმით, ის უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და ჩინეთთან, რათა დაარწმუნოს მოსკოვი და პეკინი, რომ მადუროს მხარდაჭერის შეწყვეტა, მათ ინტერესებშია.