ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ვენესუელაში რუსი სამხედროების ჩასვლა ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა
ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ვენესუელაში რუსი სამხედროების ჩასვლა ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. გუაიდომ, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარა, ეს განცხადება ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„როგორც ჩანს, ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა და სხვა ქვეყნის ჯარისკაცები ჩამოჰყავს, რაც ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“, – განაცხადა პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთიდან ვენესუელაში ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლის ბორტზეც 100 რუსი სამხედრო იმყოფებოდა.