ხუან გუაიდო ​ვენესუელის ლიდერად ისრაელმაც აღიარა
ხუან გუაიდო ​ვენესუელის ლიდერად ისრაელმაც აღიარა

ისრაელმა ხუან გუაიდო ​ვენესუელის ლიდერად აღიარა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანა უერთდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანას, ევროპის ქვეყნებს და აღიარებს ახალ ხელმძღვანელობას ვენესუელაში.

ისრაელის მედია წერს, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს მიმართა, ღიად დაეჭირა მხარი აშშ-ის პოზიციისთვის, რაც ნიკოლას მადუროს გადადგომას და ხუან გუაიდოს მხარდაჭერას გულისხმობს.

27 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს წევრებს ვენესუელის „კოშმარის“ დასრულებისა და გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო უკვე 10-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საქართველოც.