ხოსეპ გვარდიოლამ სამჯერ დაურეკა არგენტინულ კლუბს 20 წლის ნახევარმცველის გადასაბირებლად  #1TVSPORT
ხოსეპ გვარდიოლამ სამჯერ დაურეკა არგენტინულ კლუბს 20 წლის ნახევარმცველის გადასაბირებლად  #1TVSPORT

არგენტინული კლუბის, „ველეს სარსფილდის“ პრეზიდენტმა, სერხიო რაპისარდამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მას რამდენჯერმე დაურეკა, რათა მოლაპარაკებოდა 20 წლის ნახევარმცველის, მაქსიმო პერონეს ტრანსფერზე.

„მათ წინადადებით მოგვმართეს, რომელიც არასაკმარისი იყო. ის მაღალი დონის მოთამაშეა. გვარდიოლამ სამჯერ დარეკა“, – განაცხადა რაპისარდამ.

პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, პერონეს სატრანსფერო ღირებულება 8.5 მილიონ ევროს შეადგენს.