ხოსე ანტონიო რეიესის ვაჟი „რეალში“ გადავიდა
ხოსე ანტონიო რეიესის ვაჟი „რეალში“ გადავიდა

რამდენიმე დღის წინ, ავტოკატასტროფისას დაღუპული ფეხბურთელის ხოსე ანტონიო რეიესის ვაჟი კარიერას მადრიდის „რეალის“ იუნიორთა გუნდში გააგრძელებს. 11 წლის ხოსე ანტონიო რეიეს ლოპესი ადრე „ლეგანესის“ იუნიორთა გუნდებში გამოდიოდა. ცოტა ხნის წინ, ამ გუნდთან ერთად მოიგო ეროვნული ტურნირი და თან საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ხოსე ანტონიო რეიესი „რეალის“, „არსენალისა“ და „სევილიას“ რიგებში თამაშობდა. პირველ ივნისს, ის ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.