ხორვატიის თავდაცვის მინისტრი - ჩვენი ქვეყანა არ გეგმავს სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში
ხორვატიის თავდაცვის მინისტრი - ჩვენი ქვეყანა არ გეგმავს სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში

ხორვატია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ფარგლებში ჯარებს არ გაგზავნის.

როგორც ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, ივან ანუშიჩმა განაცხადა, მისი ქვეყანა არ გეგმავს ხორვატიული სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.

ანუშიჩის თქმით, ხორვატია „არ არის მზად, არ სურს და არ გეგმავს ჯარების უკრაინაში გაგზავნას”.

„ბოლო დღეებში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და „მსურველთა კოალიციის” მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნახსენებია ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა. ხორვატია არ მონაწილეობს ამ საქმეში”, – განაცხადა ანუშიჩმა.

ხორვატიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ხორვატია გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარებას „ყველაფრით, რითიც აქამდე ეხმარებოდა – პოლიტიკური მხარდაჭერით, აღჭურვილობითა და იარაღით დახმარება, ფინანსური დახმარება – ყველაფერი, რაც საჭიროა”.