ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

02:51, 06.01.2020

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს.

არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის პოსტისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ზორან მილანოვიჩი და მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი იბრძოდნენ.

ქვეყნის მასშტაბით 6 500 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მილანოვიჩმა მილიონ 19 ათასი ხმა მოიპოვა, მისმა კონკურენტმა კი 915, 4 ათასი ხმა.

მსგავსი