ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

12:19, 13.01.2025

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98,65%.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა, მოქმედმა პრეზიდენტმა,ზორან მილანოვიჩმა ხმების 74.58% მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ხორვატიის „დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელმა, დრაგან პრიმორაცმა კი ხმათა 25.42% მიიღო.

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 44.15% შეადგინა.

„პირადად ჩემთვის დიდი დღეა და მე ამ გამარჯვებას ჩემი მუშაობის დაფასებად და ხალხის მხრიდან ჩემდამი ნდობის გამოცხადებად ვხედავ“, – განაცხადა მილანოვიჩმა.

არჩევნების პირველი ტური 29 დეკემბერს გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა 49,2% მიიღო. მის კონკურენტს, დრაგან პრიმორაკს კი ამომრჩეველთა 19,4%-მა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, მილანოვიჩს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის საკითხზე. ის არ ემხრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. ასევე, მილანოვიჩი აკრიტიკებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

მსგავსი