ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. მმართველი პარტია პარლამენტში 151-დან 68 ადგილს დაიკავებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მმართველი პარტიის მთავარ ოპონენტს, სოციალ-დემოკრატების პარტიას და მის მოკავშირეებს პარლამენტში 43 ადგილი ექნებათ. როგორც გამოცემა წერს, „ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება“ ახლა მმართველი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, მოკავშირეებს ეძებს.

ხორვატიის დამოუკიდებელი გაერთიანების ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ პარტიას წინ შრომატევადი სამუშაო ელის.

„ხორვატია სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რომლებიც ჩვენგან პასუხისმგებლობას ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენ ხორვატიელ ამომრჩეველს სწორედ ეს შევთავაზეთ“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.