ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ შემდგომ ნაბიჯებს, როდესაც საქმე თითოეულ ქვეყანას ეხება, გადაწყვეტილებების დროა, უნდა დავიწყოთ რაღაცით მაინც
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ შემდგომ ნაბიჯებს, როდესაც საქმე თითოეულ ქვეყანას ეხება, გადაწყვეტილებების დროა, უნდა დავიწყოთ რაღაცით მაინც

მივესალმებით სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივას, თუმცა შედეგის მიღწევა თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენად დააკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აპლიკანტებს ეგზავნებათ, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ-რადმანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ევროპის პოზიცია ცნობილია სამივე ქვეყნის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივას, თუმცა შედეგის მიღწევა თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენად დააკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აპლიკანტებს ეგზავნებათ. სულ ცოტა ხნის წინ, მე მარაკეშში შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ვესაუბრე ამ თემაზე. ის ჩემი კარგი მეგობარია და რა საკვირველია, ჩვენ საქართველოსაც ვუჭერთ მხარს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც ასევე ევროპული პერსპექტივის მისაღწევად პროცესში არიან. ჩვენ უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ შემდგომ ნაბიჯებს, როდესაც საქმე თითოეულ ქვეყანას ეხება და რა საკვირველია, ეს თემა იქნება განხილვის საგანი. ეს ჩვენი უახლესი ევროპული სამეზობლოა და გადაწყვეტილებების დროა, რაც ველაზე  მთავარია – უნდა დავიწყოთ, რაღაცით მაინც“, – განაცხადა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.