ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩსა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხორვატიელმა სტუმრებმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, მცხეთაში ხორვატიის პრეზიდენტს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა უმასპინძლა.