ხორვატიის პრეზიდენტი - ვაშინგტონი და ნატო აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით
ხორვატიის პრეზიდენტი - ვაშინგტონი და ნატო აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით

ვაშინგტონი და ნატო აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, გეგმა არ შეიძლება იყოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაყენება და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რადგან სანქციები სისულელეა და დასავლეთი ვერაფერს მიაღწევს.

„მათ მილოშევიჩიც ვერ გატეხეს სანქციებით. ისინი ომიდან ომში დადიან. და მე რა უნდა გავაკეთო? ამერიკის მონა უნდა ვიყო?“ – თქვა ზორან მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ჩაერთო ომში და ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულებას, რადგან ის ითვალისწინებს მხოლოდ მისიების განხორციელებას ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ.