ხორვატიის პრეზიდენტი - ისრაელმა მთელი ჩემი თანაგრძნობა, სამწუხაროდ, 15 წუთში დაკარგა, თავდაცვის უფლება არ მოიცავს შურისძიებას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას
ხორვატიის პრეზიდენტი - ისრაელმა მთელი ჩემი თანაგრძნობა, სამწუხაროდ, 15 წუთში დაკარგა, თავდაცვის უფლება არ მოიცავს შურისძიებას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ისრაელი ღაზის სექტორზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა და თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უწყების წინ ისრაელის დროშის ჩამოკიდებასთან დაკავშირებით „იდიოტური ნაბიჯი“ უწოდა.

„ისრაელმა მთელი ჩემი თანაგრძნობა, სამწუხაროდ, 15 წუთში დაკარგა. ხორვატიაში სხვა დროშების ადგილი არ არის, გარდა მკაცრად რეგულირებული სიტუაციებისა“, – განაცხადა მილანოვიჩმა მედიასთან საუბრისას.

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის უფლება არ მოიცავს შურისძიების უფლებას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას.

ამასთან, მილანოვიჩმა დასძინა, რომ ის ნატო-სა და ევროკავშირის დროშებსაც ხორვატიის დროშაზე ქვემოთ დაწევდა, რადგან ისინი ერთი არ არის და თანაბარ დონეზე არ უნდა იყოს აღმართული.