ხორვატიასთან საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნილმა ტურისტმა მაშველების მისვლამდე წყალში ათი საათი გაატარა
ხორვატიასთან საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნილმა ტურისტმა მაშველების მისვლამდე წყალში ათი საათი გაატარა

ხორვატიასთან ახლოს საკრუიზო ლაინერიდან გადავარდნილმა ტურისტმა მაშველების მისვლამდე წყალში ათი საათი გაატარა.

ინციდენტი კრუიზ Norvegian star-ზე მოხდა. 46 წლის ქალი ბორტზე სეირნობის დროს გემიდან გადავარდა. მისი გაუჩინერების შემდეგ კრუიზის კაპიტანმა სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ოპერაციაში ხორვატიის სანაპირო დაცვაც მონაწილეობდა.

46 ბრიტანელს დაკარგვიდან ათი საათის შემდეგ, წყალში ჩავარდნის ადგილიდან 1300 მეტრის მოშორებით იპოვეს. ის ვერტმფრენის საშუალებით ხორვატიის ზღვისპირა ქალაქ პულას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.