ხორვატიაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ოთხი მეხანძრე დაშავდა
ხორვატიაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ოთხი მეხანძრე დაშავდა

ხორვატიაში, ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ შიბინიკთან ახლოს ტყის მასივს მოედო. მის ჩაქრობას 200-ზე მეტი მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის ლიკვიდიაციაში ჩაერთო ვერტმფრენიც.

სტიქიის ზონაში ავტომაგისტრალი ნაწილობრივ დაკეტილი იყო. საბოლოოდ, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ოპერაციის მიმდინარეობისას ოთხი მეხანძრე დაშავდა. ევაკუირებული იყო ასობით ადამიანი.

პოლიციაში ეჭვობენ, რომ ხორვატიის სანაპიროზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.