ხორვატიაში, სლოვენიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ხორვატიაში, სლოვენიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ხორვატიაში, სლოვენიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ხორვატაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ზაგრებში ფიქსირდება – 705 ახალი შემთხვევა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 368-ით მაღალია.

ხორვატიაში, სადაც 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 29 850 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 406 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში 7 380 აქტიური შემთხვევაა. მეზობელ სლოვენიაში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 999 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი