ხორვატიაში პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ინაუგურაცია გაიმართა
ხორვატიაში პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ინაუგურაცია გაიმართა

ხორვატიაში ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის ინაუგურაცია გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ცერემონია ზაგრებში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და არა წმინდა მარკის მოედანზე, სადაც ქვეყნის ყველა ყოფილი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა.

ცერემონიას 43 სტუმარი და 250 ჟურნალისტი ესწრებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ინაუგურაციას პარტიის ლიდერები, დიპლომატები და სასულიერო პირები არ ესწრებოდნენ.

ზორან მილანოვიჩი 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს, გრაბარ კიტაროვიჩს მოუგო.