ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 20-მდე ადამიანია დაშავებული
ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 20-მდე ადამიანია დაშავებული

ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 ადამიანია დაშავებული. მათგან ერთი მოზარდია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ხორვატიის დედაქალაქში მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია და დანგრეულია შენობები, მათ შორის ზაგრების ტაძარი.

5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ეს ხორვატიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მიწისძვრის გამო საავადმყოფოებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო ხორვატიაში მკაცრი შემზღუდავი ზომები მოქმედებს. აკრძალულია ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება. ხორვატიაში კორონავირუსის 235 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.