ხორვატიაში, ფესტივალ „ფრეშ აილენდიდან“ ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

15:21, 16.07.2019

ხორვატიაში, ფესტივალ „ფრეშ აილენდიდან“ ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი ფესტივალის ლოკაციასთან ახლოს გაჩენილი ტყის ხანძარია.

ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორია მალევე ავტომობილებით დაატოვებინეს. ისინი უახლოეს ქალაქში ჩაიყვანეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.

მსგავსი