ხორვატიაში დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
ხორვატიაში დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

ხორვატიაში დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. „როიტერის“ ინფორმაციით გადაწყვეტილება ხორვატიის ჯანდაცვის უწყებამ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ მიიღო.

ხორვატიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქში, ზაგრებში გამოვლინდა.

ხორვატიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო რამდენიმე კვირის წინ გახდა, თუმცა ეს რეგულაცია არ მოქმედებდა ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში. მომდევნო კვირის განმავლობაში პირბადის ტარება ყველა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში სავალდებულო იქნება.

ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის 3 672 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 118 პაციენტი.