ხორვატიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ხორვატიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ხორვატიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ინციდენტი დილის 06:00 საათზე, ქალაქ სლავონსკი ბროდთან, დედაქალაქ ზაგრებსა და სერბეთის საზღვარს შორის მდებარე მაგისტალზე მოხდა. მგზავრებით დატვირთული ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ბოლო ინფომრაციით, ავარიას 10 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 30 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები მახლობელ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ატომაგისტრალი, სადაც ავარია მოხდა, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზაა, რომელიც ზაფხულის პერიოდში გადატვირთულია ტურიზმის და დასავლეთ ევროპაში დასაქმებულების ხორვატიაში დაბრუნების გამო.