ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სოციალურ მედიაში მომხმარებლები სხვადასხვა დასახლებაში გადაღებულ დანგრეული შენობების ფოტოებს ავრცელებენ და წერენ, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, თუმცა დაშავებულების შესახებ ოფიციალური წყაროებისგან ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ასევე, უცნობია მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია.