ხორვატია-ნიგერია: მატჩის ანონსი
ხორვატია-ნიგერია: მატჩის ანონსი

16 ივნისი. კალინინგრადი. სტადიონი “კალინინგრადი”. დასაწყისი – 23:00
მსაჯი: სანდრო რიჩი (ბრაზილია)

ხორვატიისა და ნიგერიის მატჩით სრულდება მესამე სათამაშო დღე. D ჯგუფის შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ, სადაც არგენტინა და ისლანდიაც არიან, თითოეული მატჩი და თითოეული ქულა ძალიან ძვირფასია.
ფავორიტად ხორვატია მოჩანს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ორივე გუნდს შემტევი სტილი ურჩევნია, მაგრამ, ამასთან, უკან თავისუფალ ზონებს ტოვებენ.
ხორვატიამ ძალიან კარგად დაიწყო შესარჩევში გამოსვლა, სასტარტო ხუთ მატჩში 13 ქულა აიღო, თან მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. მაგრამ, შემდეგ გუნდმა აურია და საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფის გავლით მოხვდა – საბერძნეთი დაამარცხა.
ნიგერიამ პირიქით, ძალიან დამაჯერებლად გაიარა თავისი ჯგუფი, რომელშიც კამერუნი და ალჟირი იყვნენ და აფრიკული გუნდებიდან პირველი გავიდა ფინალურ ეტაპზე. გუნდი გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავია. წინა ჩემპიონატზე ნიგერიელები პლეი ოფში გავიდნენ და წელსაც შეუძლიათ შემოგვთავაზონ ამგვარი სიურპრიზი. ხორვატიასთან მატჩში გამოჩნდება აფრიკული გუნდის ძალა.

ურთიერთშეხვედრები

ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრაა.

საინტერესო ფაქტები

– ნიგერიას არასოდეს გაუშვია კუთხურებისა და ჯარიმების შემდეგ, მეტოქეებს 74 მატჩიდან 19 დაასრულებინა დარტყმით.
– ნიგერიის ფორმა ყველაზე მოდურია. ამ გუნდის მაისურებმა ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინგლისთან ამხანაგური მატჩის წინ, გასაყიდად გამოტანილი მაისურები 15 წუთში გაიყიდა, ხოლო კომპანიამ, რომელმაც ეკიპირება გამოუშვა, 3 მილიონი ახალი შეკვეთა მიიღო.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
“ნიგერიელების წინააღმდეგ ჩვენს სტილში უნდა ვითამაშოთ. მალე უნდა ავუღოთ ალღო ახალგაზრდა ნიგერიის თამაშს. შესანიშნავი შემადგენლობა მყავს, მოთამაშეების ძალიან ძლიერი თაობაა. იღბალი არ გვაწყენდა, მაგრამ ვიცი, რომ მზად ვართ”.

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი – ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი – მოდრიჩი, რაკიტიჩი – პერიშიჩი, კრამარიჩი, რებიჩი – მანჯუკიჩი.
ნიგერია (4-5-1): უზოჰო – იდოვუ, შეჰუ, ომერუო, ეკონგი – ნდიდი, ეტებო, მოზესი, ივობი, ობი მიკელი – იგალო.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!