ხორხე ვალდანო – ვინისიუსი ამჟამად სულ სხვა ფეხბურთელია #1TVSPORT

23:42, 23.09.2025

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა, ხორხე ვალდანომ გააკრიტიკა „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი შეცვლაზე ემოციური რეაქციის გამო.

„ესპანიოლის“ (2:0) წინააღმდეგ მე-5 ტურის მატჩში ვინისიუსმა ბოთლი ისროლა და დემოსტრაციულად მაღლა ასწია ხელები, როცა შეცვლის შესახებ შეიტყო.

„ვინისიუსი ამჟამად სულ სხვა ფეხბურთელია და გუნდში მწვრთნელიც სხვაა. მან ჯერ უნდა მოუმატოს და შემდეგ დაარწმუნოს მწვრთნელი. პუბლიკის წინაშე მსგავსი საქციელი არ არის ჯანსაღი, არცერთ შემთხვევაში.

„რეალი“ აქტიურად უჭერდა მხარს ვინისიუსს, როცა ის მთელი სამყაროს წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ ვინისიუსი აღარ არის გაბრაზებული სამყაროზე, ის ბრაზობს თავის მწვრთნელზე. „რეალის“ ხელმძღვანელობა კი ყოველთვის კლუბის ინტერესებს ფეხბურთელის ინტერესებზე მაღლა აყენებდა.

ვინისიუსი ოდნავ ფრთხილად უნდა იყოს. გარდა ამისა, შეცვლაზე ასეთი რეაქციის გამო წარმოიშვება უპატივცემულობა იმ მოთამაშის მიმართ, რომელიც მოედანზე შემოდის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია. ვინისიუსმა კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ხარისხზე, რომელმაც მას მეორე ადგილი მოუტანა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში“, – განაცხადა Movistar-ის ეთერში „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.

მსგავსი