ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული სამი პირი გირაოთი გათავისუფლდა

12:22, 09.08.2018

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი, მათ შორის თენგიზ კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კალანდიას, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-ს მამაა, 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო დანარჩენ ორ დაკავებულ 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს.

სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი